ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2021


ჰარი

ძმებს საკლავი უწევთ ნარზე
ველური და მზისგან თბილი.
ცას ნაპერწკალს უსერავენ
თავად ცისგან პირდასვრილი,
დანა ნეკნებს ნელა სერავს,
იფანტება სიმღერის ხმა.
კიტა დორომ შეაჩერა.
მკვდარი ქალი იგულისხმა.
მზე რვეულის ფურცელია.
რომ აბოლებს ნელი წადილს,
თითქოს ღრუბლად უწერია
მილიარდი წელიწადი,
თითქოს ახლაც სათქმელი აქვს
და ჩიბუხებს ებარება.
თითქოს ერთად მთავრდებიან
სიმთვრალე და ნეტარება.
მე სად წავალ, ვინ მოისმენს.
ღამე ნერვიული დგება.
დამიფაროს დიონისეს
ლუდის ქაფით სველმა თმებმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები