ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2021


რეინკარნაცია

რისთვის მოდიხართ დაბლა ფიფქებო,
არ გენანებათ ცა - სანაქებო?
ღრუბლების ზღვაში არ ჯობს ლივლივი,
ვიდრე  გათელვის გახდეთ არჩივი
კაცთა ტერფთაგან?

სახე ხომ არ ხართ ცად ასულ სულთა
და უძლეველი გჭირთ მონატრება.
ღმერთთან ნამყოფთ კი, მასავით სუფთა
ფიფქებად ქცევის მოგეცათ ნება
დაბრუნებისა.


წამით გვეწვევით საწუთროს მკვიდრებს
და გულს იჯერებთ ალერსით ვიდრე,
კვლავ ჩაგიხუტებთ ზეცის კამარა.
სიყვარულისთვის რადგან არ კმარა
ერთი სიცოცხლე.

  2014 წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები