ვერ ვიარე შენი გზებით ღმერთო!!! ცხოვრებაა უსასრულოდ ფლიდი, რაზეც ვწერ და ვოცნებობდი ღამით, ძნელია რომ არასწორად ვთვლიდი.
მობერება დატყობიათ ფიქრებს, გამივლია ძალზე ბევრი წლები.... პირჯვარიც კი მიწერია ცოდვილს, მაშინ როცა ეშმაკს ვაღმერთებდი.
მოვინანებ,ვიცი მოვინანებ, სწორედ მაშინ ძღვენს მივიღებ ჩემსას, არდამაკლებს მისხალ-მისხალ მიძღვნის, როცა ალბათ მობეზრდება ღმერთსაც...
ახლაც ვცოდავ ამ სიტყვებით მჯერა, სინანულიც გვიანია მგონი, თუ გაცივდა უჩემობით კერა, და ფიქრებმაც თუ მოიგეს ომი,
დამაბრუნე შენს ბილიკზე ღმერთო, ის მაფიქრე რასაც შენ თვლი სწორად, წერის ნიჭი ხომ შენითვე მერგო, არ დამტოვო გახლეჩილი ორად!!!
გურო როყვა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან მომეწონა გულწრფელობა. ძალიან მომეწონა გულწრფელობა.
2. რატომ გაგიჭირდათ? რატომ გაგიჭირდათ?
1. პირველი სტროფის წაკითხვის შემდეგ გამიჭირდა გამეგრძელებინა. პირველი სტროფის წაკითხვის შემდეგ გამიჭირდა გამეგრძელებინა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|