ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2021


ბედის ირონია

ცხოვრება ძაან ბევრს უმზადებს ადამიანს,
ბედში კი ბევრია ირონია,
რა მრუდე იყო წარსული და
უკან მოხედვა რა იოლია.

შენით რომ ჩმახავდი ბედს და ნაიარევს,
განა განგებამ აგიყოლია?!
პასუხი ეძებე სადაც არ არის და
იქ აღმოჩნდება სადაც არ გგონია.

რჩევად წაგადგება ყოფა ნაცხოვრები,
ტკბილი რომ გქონდეს აგონია
თორემ ცხოვრება რომ კვანტს დაგიდებს,
იქ წაიქცევი სადაც არ გგონია!!!

ცხოვრება ძაან ბევრს უმზადებს ადამიანს,
ადამის გენშია ირონია,
კარგია თუ იცხოვრე ტკბილად ამქვეყნად და
ჭაობმა ყელამდე არ ჩაგიყოლია!!!

                                                                        გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები