ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2021


განშორება

წვიმის წვეთებად დაიღვარა,ცა უმადური,
ნიაღვარივით ჩაივლიან,წლები მღელვარე,
ბოლო შეხვედრა იყო ჩუმი და უნებური,
მახსოვს თვალები,უხეში და თან მოელვარე....

ყველა სათქმელი გარინდული ყინულ ბაგეზე,
დაუოკებლად რომ ლამობენ ქარში გაფანტვას,
წყენა წარსულის, შეფაკლულა სათნო სახეზე,
მოდილიანიც ვერ შეძლებდა ამის დახატვას!!!

ჩემს მონატრებას დღეს დავარქვი შენი სახელი,
მე გავაცილე შენი გრძნობა,ბედის კარამდის,
გახდი ფიქრების დედოფალი და თან მმართველი
კუბოს კარამდე შეგიყვარე,აწ და მარადის!!!

                                                                გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები