ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2021


ქვიშის გადათვლა

ქვიშაა შენი სახლი, ქვისაა შენი დილა,
ძლივსაა შესამჩნევი როგორ იშენებ სახეს,
თითო ტაქტით და ტონით, თითო ნოტით და ლადით
რაც ქვიდან უვარდება სავარაუდო მზეს.
როგორ იშორებ კედელს, როგორ იკედლებ სიტყვას,
როგორ  უკარგავ უეცრად  დღესა და ღამეს სამხილს,
ჯერ არაფერი იცვლება, უცვლელ გარემოს ეხები,
რა ელოდება ვინ იცის უსწორმასწორო დღეებს.
შენ მოაგორებ აღმართს გადაკვნეტილი ცერით,
უღონო მისალმებით ვის უმსუბუქებ სასჯელს,
აღარაფერი გინდა, აღარაფერი მეტი
გარდა შემხვედრის ყურთან, დაღლილობისგან გაქრე.
ქვისაა შენი სახლი, ქვიშაა შენი დილა,
დიდობანასთვის  სამზადისს ყველა ნამცვრევში იწყებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები