 | ავტორი: ნინო-- ჟანრი: პოეზია 2 ოქტომბერი, 2021 |
ყველაზე მარტოა დღეს ქალი პოეტი, ყველაზე რთულია გადაჰყვე იმ ქარებს, რომელთაც მიწამდე ლექსებად მოჰყევი, რომელნიც დროდადრო სათქმელსაც გიქარვებს. არა აქვთ პირადი ჭეშმარიტ პოეტებს, ცხოვრების სურვილის არა აქვთ ნასახი, დათეთქვილ სიტყვაში ცრემლები მოედნენ, როგორაც უდროოდ შეყრილი სახადი. უსუსტეს ხელიდან აფრენილ ჩიტივით ლექსების დამწერი -პოეტი ქალია, ზეცამდე ასული იმათი ჟივჟივი, უშავეს ღრუბლებსაც ბავშვივით ატირებს. ცალია, ის ქალი მიწაზე ყოველთვის, რასაც კი უყურებს პოეტის თვალებით, ყველასგან იმაზე ასჯერ მეტს მოელის, რაც იყვნენ და რანიც ამ დრომდე არიან. მძიმეა უსუსტეს ძარღვებზე გეკიდოს სიცოცხლე განსაცდელ ტკივილად მორიგი, და ეყოს გალიის მხურვალე გისოსებს, ცრემლები, ათასჯერ დაკრული როზგივით. შეხედავ აბუზულ გასაფრენ ბეღურებს, ვერ მიაქვთ სათქმელი უშენოდ ღმერთამდე, ღრუბლები უმძიმეს თოვლივით ახურავთ, კენკავენ რითმებს და სტროფებად კემსავენ:- ჩივილებს, დაღუპულ უდროო ცხოვრებას, იმ კალამს, ლექსებში ტკივილს რომ ანაზებს, საყვედურს, -რომელსაც ვერავის ვერ ეტყვი, უგებდნენ შესაფერ სიტყვებით ანდაზებს. პირადი?! ქალისთვის არაა საჭირო, როცა წერ და გქვია სახელად პოეტი, სიცოცხლე ერთხელ თუ სადღაცას აპრილობს, ლექსში ჰგავს ყვავილებს, უდროოდ მოგლეჯილს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კი ლია სტურუას ვიცი რომ მეუღლე უყვარდა მიწერია კიდეც რომ ზოგს ჰყავდა ოჯახი და მეუღლე რომელიც უყვარდა . კი ლია სტურუას ვიცი რომ მეუღლე უყვარდა მიწერია კიდეც რომ ზოგს ჰყავდა ოჯახი და მეუღლე რომელიც უყვარდა .
4. არავითარი შორი სიყვარული ლია სტურუასთან! ერთადერთი ელგუჯა ამაშუკელი უყვარდა მთელი ცხოვრება და ისიც - ქმარი იყო. იქნებ დააზუსტოთ ასეთი რაღაცეები. უხერხულია. არავითარი შორი სიყვარული ლია სტურუასთან! ერთადერთი ელგუჯა ამაშუკელი უყვარდა მთელი ცხოვრება და ისიც - ქმარი იყო. იქნებ დააზუსტოთ ასეთი რაღაცეები. უხერხულია.
3. ეს ჩემი სუბიექტური აზრი იყო წლების წინ თუმცა ახლაც ასე ვფიქრობ. პოეტებს გალაქტიონს ტიციანს პაოლოს ტერენტის ანა კალანდაძეს ლია სტურუას ლილი ნუცუბიძეს და ბევრს ყოველთვის "შორეულის" სიყვარული ჰქონდათ მიუწვდომელის კი შეიძლება ზოგს ჰყავდა ოჯახი მაგრამ აი ის ნამდვილი პირადი ჩემი აზრით ხატივით სალოცავად გაიხადეს და რეალურად ვერ აქციეს და მათი პირადი და ყველაფერი პოეზია გახდა. ლექსში ლექსით ლექსად ცხოვრობდნენ. ჩემი სიტყვები გულისხმობს ადამიანს რომელიც რეალური ცხოვრებისან ტანჯული ცხოვრობს ლექსში ლექსით და პოეზიით თავის სამყაროში. ნუ მე ასე ვიყავი ამ ლექსის წერის დროს....რასაც განვიცდიდი და ვფიქრობდი ის დავწერე... :) ხო კიდევ არ დამიყვია ასე უბრალოდ ქალზე მინდოდა დამეწერა და ისიც პოეტზე ამით რა დაშავდა? :) ეს ჩემი სუბიექტური აზრი იყო წლების წინ თუმცა ახლაც ასე ვფიქრობ. პოეტებს გალაქტიონს ტიციანს პაოლოს ტერენტის ანა კალანდაძეს ლია სტურუას ლილი ნუცუბიძეს და ბევრს ყოველთვის "შორეულის" სიყვარული ჰქონდათ მიუწვდომელის კი შეიძლება ზოგს ჰყავდა ოჯახი მაგრამ აი ის ნამდვილი პირადი ჩემი აზრით ხატივით სალოცავად გაიხადეს და რეალურად ვერ აქციეს და მათი პირადი და ყველაფერი პოეზია გახდა. ლექსში ლექსით ლექსად ცხოვრობდნენ. ჩემი სიტყვები გულისხმობს ადამიანს რომელიც რეალური ცხოვრებისან ტანჯული ცხოვრობს ლექსში ლექსით და პოეზიით თავის სამყაროში. ნუ მე ასე ვიყავი ამ ლექსის წერის დროს....რასაც განვიცდიდი და ვფიქრობდი ის დავწერე... :) ხო კიდევ არ დამიყვია ასე უბრალოდ ქალზე მინდოდა დამეწერა და ისიც პოეტზე ამით რა დაშავდა? :)
2. ქალია თუ კაცია პოეტი პოეტია და სქესად არ სჭირდება დაყოფა და კიდევ, ჭეშმარიტ პოეტებს რატომ არ აქვთ პირადი? ან როგორია ჭეშმარიტი პოეტი? ქალია თუ კაცია პოეტი პოეტია და სქესად არ სჭირდება დაყოფა და კიდევ, ჭეშმარიტ პოეტებს რატომ არ აქვთ პირადი? ან როგორია ჭეშმარიტი პოეტი?
1. პირადი?! ქალისთვის არაა საჭირო, როცა წერ და გქვია სახელად პოეტი, სიცოცხლე ერთხელ თუ სადღაცას აპრილობს, ლექსში ჰგავს ყვავილებს, უდროოდ მოგლეჯილს...
პირადი?! ქალისთვის არაა საჭირო, როცა წერ და გქვია სახელად პოეტი, სიცოცხლე ერთხელ თუ სადღაცას აპრილობს, ლექსში ჰგავს ყვავილებს, უდროოდ მოგლეჯილს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|