 | ავტორი: ნინო-- ჟანრი: პოეზია 23 ოქტომბერი, 2021 |
ფანჯრებთან ზიხარ და ფიქრობ რომ ხვედრი იოლი, სულაც არ არის მარტოობის წლებმა დაგჩრდილოს, ვერც გაიხსენებ ვის უთხარი ბოლოს მშვიდობით, თვალებს ხუჭავ და ბოლო ხმაზე უწევ რადიოს... ისევ გარბიხარ, მგლოვიარე წუთების რიგით, და მაინც მხრებზე შერჩენილი სითბო გაწუხებს, მთელი სიცოცხლე შეალიე სიკვდილთან ჭიდილს, ყველაზე ცივ და გულმოკლული ფიქრის მარწუხებს. გადაიტანე სიმწარე და გზებიც აშარი, ერიდებოდი ქუჩის ყაყანს, გზა-გზა ბორიალს, მაგრამ ცრემლები, ბაგეებზე სიტყვა გამშრალი, საკუთარ თავთან წაგებული ყველა ომია. გდევდა სურვილი მიეტოვე ყველა სულიერს, მხოლოდ სიმშვიდეს ჰყვარებოდი ღვიძლი შვილივით, ფიქრებს სითბო და იმედები გამოულიე, ემსგავსებოდი გზა დაკარგულ ლექსის პილიგრიმს. გადაგდიოდა ამინდებად გულზე დარდები და უმზეობაც რარიგ ნთქავდა თვალის გუგეებს, ახლა მწუხარე ღამეების კვნესას ბარდები, როგორ არ გინდა გისმენდნენ და ვინმეს უგებდე. მერე რა თუკი ტკივილებმა გზები მოგიჭრა, უფლება არ გაქვს ხელჩაქნევის, ოცნებით დაღლის, შენი სიცოცხლე მაინც რჩება ლექსშემოსილად, მწუხარებაში აღკვეცილი პოეტი ქალის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|