| ავტორი: ანდრეა_ ჟანრი: პოეზია 8 დეკემბერი, 2021 |
მე ვცოცხლობ შენთვის, და სხვასთან ვცხოვრობ.
შენ მეძებ არსად და ყველგან მამჩნევ.
მე ვცდილობ ვწერო. და მინდა მხოლოდ, რომ ჩემგან ჩემი არ ყოფნა დარჩეს.
ეს ისე მაინც გიყვები, გიმხელ, რაც არის ჩემი და რაც მაქვს უფრო.
არ ვიცი იქნებ შენითაც მიხვდე, რომ მე ვარ მშვიდი და არა მყუდრო.
და ჩემგან როცა გაგიშვებ მერე, შენ გეგონება მივდვივარ ჩემით, არ მინდა გული გატკინო თორემ, გეტყოდი : ყველგან დროებით ვრჩები.
და გეტყვი ასე: უბრალოდ შენ ხარ ის ვინც არ მინდა ჩემს გვერდით იყოს, არ მინდა მერე გვტკიოდეს ერთად ჩვენ, ჩემი წილი ცხოვრების ყოფნა...
ჰო ვცდილობ ვწერო. და მინდა მხოლოდ, რომ ჩემგან ჩემი არ ყოფნა დარჩეს.
მე ვცოცხლობ შენთვის, და სხვასთან ვცხოვრობ.
შენ მეძებ არსად და ყველგან მამჩნევ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|