ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციმციმა
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2022


მიბრძანე

მიბრძანე და ლექსად გადვიქცევი
ლოყებზე თბილ  ვარდებს აგიყვავებ,
ამ თვალებს ვეღარსად გაექცევი,
სადღაც ოცნებებში წაგიყვანენ.

კდემის  ქერქებსაც ვერ შემომათლი,
სადღა დავემალო მერე სწორებს,
ნაწნავებს დავიშლი ,შენი ხათრით
ღრუბლის პენუარსაც შევისწორებ.

ვეღარ დამიგეგმავ მდაგავ ტურებს,
ფიქრობ დავივიწყებ განა ყოველს...
მე მხოლოდ ლექსებით დაგაპურებ,
თუკი გსურს, ღიმილი დააყოლე.

ასე სათუთი და ასე ბავშვი
ვეღარ გამაკვირვებ ვერც ხიწვებით ,
საწოლს ჩემი თმების ჩრდილში გავშლი,
მაგრამ მე გვერდით  არ დაგიწვები.


ისე დასრულდება, როგორც ხდება...
მერე შენ იპოვი რამე ახალს...
წავალ, ზურგზე ნუღარ შემომხედავ,
(აქ ხომ ჩემი თმების სიბნელეა,
გული ფურცელი და სამელნეა...)
და მხოლოდ ჩემს სულს დაინახავ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები