ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკიაველი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2022


***

დღეს მოიღრუბლა…
პატარა კუნძულზე სიყვარულის…
ავარდა ალი...
გათელილ მინდვრებს,
გადამწვარ სახლებს,
ცრემლიან თვალებს
პატარა ქერა ბავშვის
და იმის ტირილს - სად არის მამა?!
დენთიან ნისლით მომბერავს ქარი..
ტირილს რომელიც
მლაშე ცრემლების კრისტალებად
ძილში თუ ცხადში
ძვალსა და რბილში გამიჯდება,
ეს წვა არასდროს მომირჩება
და შურის საგებლად აღმიდგება
მამა რომელიც იბრძვის…
ეს ზიარება არ იქნება,
თუმც პური სისხლით მოირწყვება
რადგან შენდობა არ ინება…
დიდება გმირებს!!!
ცუდად მთავრდება “ჭვავის ყანაში”
თამაში რაკი…
მე ვარ ბენდერი…
მე ვარ გუცული…
მე ვარ კაზაკი…
და მე სისხლს დავღვრი!
რუსულო ჩექმა,
რუსულო ტანკო,
რუსულო გემო - იდი ნახუი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები