ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 მაისი, 2022


სიყვარულზე

არ მიყვარს სამყარო, სადაც ქმრები - ცოლებს უფლებას აძლევენ გამომწვევად ჩაიცვან და გამოაჩინონ სხეული. სამყარო, სადაც ერთმანეთს ღალატობენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღონ. სამყარო, სადაც ქალებს მხოლოდ სექსი უნდათ და დედობის ინსტინქტი საერთოდ არ ამოძრავებთ. ასეთი ადამიანების კატეგორია არ მიყვარს. მხოლოდ ისეთ ადამიანებს ვცემ პატივს, რომლებსაც სწამთ სიყვარულის, არ ფარისევლობენ, ღვრიან გულწრფელ ცრემლებს, არ ღალატობენ თავიანთ მოყვასს, უყვართ საკუთარი ოჯახი, შვილებს გულში იხუტებენ და მკლავზე იწვენენ.

აი, ასეთი ადამიანები მიყვარან, აი, ასეთი ადამიანობის მწამს, ასეთი სიყვარულის მჯერა

სიყვარული ჩემთვის იგივეა, რაც ფრანგებისთვის ედიტ პიაფის შემოქმედება!

არასოდეს გამიხდია ქალი გართობის საგნად, ყოველთვის კდემამოსილ ქალბატონებს ვეტრფოდი. ქალის კდემა ჩემთვის წმინდათა წმინდაა, მას ყოველთვის მოწიწებით ვეამბორები ხელსა და ბაგეზე.

ერიხ მარია რემარკის არ იყოს: „ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა“.

სიყვარულზე ყოველთვის გალაკტიონის ლექსი „უსიყვარულოდ“ და პეტრე ბაგრატიონ - გრუზინსკის ეს სიტყვები მახსენდება:

„პირველ სიყვარულს თავისი დრო აქვს,
უკანასკნელს კი არა აქვს ვადა“.

პირველი სიყვარული პირველ კლასში მეწვია. პირველი სიყვარული ყოველთვის დაუვიწყარია. მე შეიძლება ყველაფერი დამავიწყდეს, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული არასოდეს დამავიწყდება.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ჩემს მიწაზე ისეთი
გოგონები დადიან,
სიტყვის უთქმელადაც კი
მათი კოცნა მწადია.

მაგრამ განსაკუთრებით
ერთს ვაფასებ ძალიან,
რადგან ჩემი პირველი
სიყვარულის ალია.

ბავშვობიდან ორთავეს
სიყვარულით გვივლია,
გზები ძნელად სავალი
რწმენით გამოგვივლია.

დავიწყება მე მისი
ახლაც არ შემიძლია,
ისე შემყვარებია,
ვით ონისეს ძიძია.

ჩემს მამულში მზის დარი
გოგონები არიან,
მაგრამ ჩემთვის ის ერთი
სიყვარულის ალია.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები