ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი, რომ ერის ხმამ ძველებურად იჭექოს... რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი - აფხაზეთში ნაომარო ბიჭებო.
ჩემივე ლექსიდან
მატარებელი სოხუმში მიდის, ენით უთქმელი თან მიაქვს სევდა... ომმა ჩატეხა მშვიდობის ხიდი, ქართველ შვილს გლოვობს - აფხაზი დედა.
მატარებელი სოხუმში მიდის, მგზავრებს ჯერ კიდევ აცვიათ შავი, ვსვამ შესანდობარს ყველა იმ გმირის, - ვინც საქართველოს შესწირა თავი.
ვიდრე ვარსებობ, ეს გულიც იწვის, როგორც ტაძარში თაფლის სანთელი, მესმის ყივილი მშობლიურ მიწის, მიყვარს აფხაზი, მიყვარს ქართველი.
მინდა ვიმღერო ჩემივე ლექსი, ნაომარ ბიჭებს ვუთხრა მადლობა... მათი ღვაწლით და ამაგით ჩვენში მწამს: იამაყებს შთამომავლობა!
ოთარ რურუა
2022
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|