ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2022


●●●(სუფთა წერა)

ვერ მიხვდა
მართლა რომ მიყვარდა,
მითმინა,
აივსო პირამდე,
ვეფერე,
ვაღმერთე სიტყვით და...
ეცადა...
ვერ გაძლო  კვირამდე.

ის ჩემთვის - ღმერთივით ხატება,
ვერ გრძნობდა
თავბრუს რომ მახვევდა,
მე მისთვის - იმ სარკის ნათება,
თავად რომ ისურვა ჩახედვა.

დაბურულ სარკეს რას გაუგებ?!
რაკურსი იცვალა,
იცქირა.
მე ახლაც არ მეთქმის აუგი,
არ მოეწონა და იწყინა.

ლქსების ფასია თეთრები,
თუ გულს არ გიტოკებს ავტორი,
დროში ხომ ყოველი ფითრდება,
მე კი მის წყალობას  ვნატრობდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები