ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2022


გასვლა

ეს მომენტია, მუსიკაა, ცეკვა, გადიხარ.
შენი მზერაა სადღაც ჭერში და ჭერის იქით.
იჭერ ყველა წამს, ატრიალებ ხელში ნათიხარ
ჰაერს. ივიწყებ წარსულსა და მომავალს რიგითს.

ცირკულირდება ფერთა გამა გალა დარბაზში,
დარბაზის გულში როგორც გული - სარკე კიდია,
ცამოტეხილი ღამე გვიშვერს მთვარის თაბაშირს,
დგება და კვდება ათასგვარი ლექსის იდეა.

უცილობელი არის ნაკუწ-ნაკუწად დაშლა,
რომ იგრძნო ეგზომ მთლიანობა ნაშენი სულის,
თენდება, წვები. უპატრონო აზრების ანშლაგს
ამთავრებს შენს წინ სიზმრისპირა მთა შენისლული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები