ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 აგვისტო, 2022


ჩახუტებაზე

დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ, ჩემი ერთი თანაკლასელი გოგონა დედაჩემის თვალწინ ჩამეხუტა. ეს ისეთი მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, ენით ვერ აღგიწერთ.

ზოგადად ჩახუტება სასიამოვნო რამ არი. ჩახუტების დროს ადამიანის ორგანიზმი უამრავ სითბოს გამოჰყოფს, ყველაზე ცივ ადამიანსაც გაუთბობს გულს.

ეს ახალი სმაილიკი რომ არის ,,გულჩახუტებული“, ჩახუტება იმაზე მეტად შემაყვარა, ვიდრე აქამდე მიყვარდა. ყველაზე ხშირად დედას ვეხუტებოდი, ჩახუტებით სითბო გადადის.

ყველაზე მეტად დედის ჩახუტება მენატრება, დედის სითბო და ალერსი.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მოდი... ჩამეხუტე მეგობარო,
თორემ სადაცაა გავგიჟდები!
გული სიამით ძგერს როცა ხარობ,
შენთვის გადამიდგამს ნაბიჯები!

მოდი... ჩამეხუტე, ჩემს მამულში
სანამ მეც სხვებივით დავმიწდები!
ნაღდი მეგობრების სიყვარულში
თაფლის სანთელივით დავიწვები!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები