 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 სექტემბერი, 2022 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოგიწვით პეპლებითა და ყვავილებით გაჯერებული პოეტური მონახაზები. მუსიკანაბუჟბუჟები, თქვენი უნარშეზღუდული აღქმის დასახმარებელი რიტმები. ასონანსურ-დისონანსური რითმები, სტროფები და სტრიქონებიც ზედ მიგიყოლეთ. შაბლონმადიდებლებო. კონკრეტიკას მიტმასნულებო. გაგებამიასლებულებო.
ცეცხლი რომ გელამაზებათ, განსაკუთრებით ღამის ფონზე და აღარ, როცა ახლოსაა და გწვავთ. ვერ მიმხვდარხართ, რომ ისაა თავისთავადი. რომ ის უნდა მართოთ, თუ გამოგივათ.
შეგირცხვეთ გამოთქმა: "მე კარგი გემოვნება მაქვს" რადგან კარგი და ცუდი კი არა, ის განსხვავებულია ჩემი, ან მისი, ან სხვისი გემოვნებისგან.
ფუი თქვენს გაგებას, გემოთი მოწონებულ, ერთი ტონით ცივ დესერტზე თუ ამბობთ: "ცუდი ფერია", რადგან სამყაროში არ არსებობს ცუდი ფერი. ყველაფრისთვის მნიშვნელობის მიმნიჭებლებო, მოდას აყოლილო უმსგავსოებო.
შეგირცხვეთ ერთ დროს გადარჩენისთვის მოგონილი ოჯახი, თემი, სახელმწიფო, დღესაც ამ იდეაზე დაკონწიალებულებო, სიყალბეაწეპებულებო. მოგიწვით ყველაფერი ის, რაც თქვენი არაა, ჩემდა თავად, რაც საზოგადოებამ მოგაწებათ და თქვენც მორჩილად მიიწებეთ.
მოგიტყანთ არსიყვარული, უგულობა. ომები განსაკუთრებით, მსხვილი, ხშირი, თუ შიდაპოლიტიკური. ამ აჯაფსანდალი ტექსტის დედაც, ამ პროტესტისაც. ამაზე გაბრაზებაც მოგიწვით და ვერპასუხიც..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვააჰ ... :) ვააჰ ... :)
3. ვაუ, აი ეს არის ზუსტად მოდერნ–მოდერნიზმის სალაპარაკო, ამ სიყალბის მორევში რაღაცამ გამოანათა.
ძალიან მაგარია. მისიის, მიზნის და საქმის სწორი ახსნაა, ვიღაცისთვის უნიჭოდ თუ ნიჭით გარითმული ჰიმნოგრაფიებია პოეტური ენა, ჩემთვის კი _ ეს! ვაუ, აი ეს არის ზუსტად მოდერნ–მოდერნიზმის სალაპარაკო, ამ სიყალბის მორევში რაღაცამ გამოანათა.
ძალიან მაგარია. მისიის, მიზნის და საქმის სწორი ახსნაა, ვიღაცისთვის უნიჭოდ თუ ნიჭით გარითმული ჰიმნოგრაფიებია პოეტური ენა, ჩემთვის კი _ ეს!
2. ვახ, რა დავაშავეთ ნეტავ? რატომ გვებილწისტყვავებით ნიკე დამშვიდდი, არც ეგეთი ცუდები არა ვართ :) „ამ აჯაფსანდალი ტექსტის დედაც“, კი ბატონო, ეგრე იყოს
კარგ ხასიათზე განწყობას გისურვებთ, თორემ დავიზაფრეთ :) ვახ, რა დავაშავეთ ნეტავ? რატომ გვებილწისტყვავებით ნიკე დამშვიდდი, არც ეგეთი ცუდები არა ვართ :) „ამ აჯაფსანდალი ტექსტის დედაც“, კი ბატონო, ეგრე იყოს
კარგ ხასიათზე განწყობას გისურვებთ, თორემ დავიზაფრეთ :)
1. აუუ.
კაი რაღაცაა :D აუუ.
კაი რაღაცაა :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|