მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2022
***
ყოველთვის წინ მხვდება სიცივის ქარაფი,
როდესაც მოვყვები შენ გულის მისამართს.
მიყვარხარ უბრალოდ მე ჩემი არაფრით,
მე ჩემი ყველაფრით უბრალოდ მიყვარხარ.
რამდენჯერ დავიწყე ცხოვრება ხელახლა
რამდენი ოცნება მიხმება ნერგივით.
გიყურებ შორიდან და ვგრძნობ რომ შენ ახლა
ხარ კითხვის ნიშანსა
და შორის წერტილის...
მზე ჩადის მთავრდება ერთი დღის ამბავი,
ამბავი,
რომელიც ჩვენ შორის არ მოხდა.
ავუწევ სიჩუმეს
და შენი ხმასავით
მოვუსმენ -
ასე რომ მე ისევ მარტო ვარ.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
3.
სათქმელი თქვა, ემოცია მოიტანა.
სათქმელი თქვა, ემოცია მოიტანა.
ელადა.
2022-09-26 15:18:01
2.
მშვენივრად გამოხატულ-გადმოცემული ლექსი!
5
მშვენივრად გამოხატულ-გადმოცემული ლექსი!
5
ნინა გორდაძე.
2022-09-26 10:52:49
1.
"ერთი წავა და სხვა მოვა..."
"ერთი წავა და სხვა მოვა..."
მუხა.
2022-09-26 01:33:22
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
05.06.2026 08:14:40