ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2022


●●●(ნაცვალსახელი)

მე როგორც
მომცრო თეთრი ოთახი,
ამ ოთხშივე შავი ძაღლი,
ოთახის შუა
მკვდარი პატრონი,
მე - პატრონმკვდარი "დობერმანი".
სიტყვით დაბმული,
- "сидеть!"
ვზივარ ამაყად,
ამ სამყაროში
საამაყო განა რა არის?!
მაგრამ ძაღლი ვარ,
პატრონს ვემგვანე...
ჰოდა ეგ არის!

შვილი ოთახში,
მუდამ მოძრავი,
"GTA" -ს  ბიჭი,
ლურჯი პერანგით,
ლურჯი თვალებით,
ხელში ყუმბარით.
გახსნის ყუმბარას, 
თავს აიფეთქებს.
ისვრის?
მაინც თავად ფეთქდება,
15 კვადრატში სად გაექცევა?
და თავისივე
გაგორებული თავით
"ჟოპასტენკას" მეთამაშება.
მხვდება, - ვწკმუტუნებ,
არა მხვდება,
მაინც ვწკმუტუნებ...
და მებრალება.

მხოლოდ სამნი რომ ვყოფილიყავით  რაღა მიჭირდა?
ხსენებაც არ ღირს,
მაგრამ ერთი ფანტომი
სატივას ქვეშ მუდამ
ღიღინებს.
რადგან მთელი ხმით
ვერ ემღერება,
ის ფეხი სტკივა
მე რომ ამომკრა.

მეორე ცეკვავს,
სულ მთლად შიშველი.
მზიან ჩრდილებში მშვიდად ლივლივებს,
ღიმილშემშრალი
და გადაღლილი.
- ან რას მიყრიდა
იმ ნამცეცებს?
ან თავმოკრული ტომრით
წყალს რას მაყოლებდა?
Мы в атвете за тех,
кого приручили!
Не приручайте людей!
Люди, не приручайтес!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები