 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 13 ოქტომბერი, 2022 |
საკუთარ თავს, გამუდმებით, ნებსითა, თუ უნებლიედ ვყიდი. ვიწყენ, უსაშველოდ ვიწყენ.
არც ვაქებ და არც ვადიდებ, დახლზე ვდებ და მივყუჩდები. ვაკვირდები, ვინ უბრალოდ შემომხედავს, ვინ იკითხავს : - ამის ფასი? და ჩაივლის, რადგან პასუხს ასეთს იღებს: - შემოგევლე, შენ ნუ მიწყენ, უნებლიედ ვყიდი თორემ, განა მართლა ვიყიდები. მაგრამ ვღირვარ! მაგრამ ვღირვარ, არც მეტი და არც ნაკლები, ზუსტად შენი ფასი.
"ჩემი სული, ცხრა მთის იქით, ირემი რომ დღისით ყვირის, მასში არის, დაატარებს ლურჯი ყუთით, ამ ლურჯ ყუთში დამწყვდეული ლურჯი ჩიტი".
- რომელია ის ირემი? ალბათ ბევრი ირემია ცხრა მთის იქით? - ბევრია და ყველგან მე ვარ, ყველა ერთად და ცალ-ცალკეც, ამიტომაც ვიყიდები, ვინც არ იცის ისიც ხვდება და ვინც იცის?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ბევრია და ყველგან მე ვარ, ყველა ერთად და ცალ-ცალკეც, ამიტომაც ვიყიდები, ვინც არ იცის ისიც ხვდება და ვინც იცის?! ბევრია და ყველგან მე ვარ, ყველა ერთად და ცალ-ცალკეც, ამიტომაც ვიყიდები, ვინც არ იცის ისიც ხვდება და ვინც იცის?!
1. მომეწონა.:) ცხრა მთას იქით არ უნდა იყოს? :)+4 მომეწონა.:) ცხრა მთას იქით არ უნდა იყოს? :)+4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|