ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2023


●●●(მორალი)

ფრთები არასდროს ჰქონია მორალს,
იდგა ჯანღივით.
ცრუ ღმერთებივით ადიდებდნენ მას,
გაასაგნეს,
სული შთაბერეს.
მხვერპლად სწირავდნენ
თავისუფალს და თავისუფლებას.
ერთს სწირავდნენ და
ათი ათასი ნებაყოფლობით ეწირებოდა.
თითქოს ის იყო
ერთადერთი გზა
და უიმისოდ
ფეხქვეშ მიწა გაწყალდებოდა.
ის წყალი კი,
ან მტკნარად დაჭაობდებოდა და
თან ჩაითრევდა მის უარმყოფელს,
ან მლაშედ ადიდდებოდა
და გადაფარავდა.
ფრთები არასდროს
ჰქონია მორალს
და ამიტომაც
ფრთიანს მიდგა,
ცელა და ცელა,
ბუნებრივობას დაასვა დაღი.
განა რა?!
ყველაფერს თავის ჭია ჭამს,
ჰა, გამოჭამა პოეზიამ,
უხელთებელმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები