 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 21 მარტი, 2023 |
21 მარტი პოეზიის საერთაშორისო დღეა, ვულოცავ ყველა პოეზიის მოყვარულს.
პოეზიაც ხელოვნებაა, ისევე როგორც თეატრი, ისევე როგორც კინო, ისევე როგორც ქორეოგრაფია.
პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ასე მგონია, პოეზიაზე ვარ დაქორწინებული. უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან - 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ მოახდინა. ლადოს ლექსების კითხვაში ღამეებს ვათევდი.
სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
ისე მიყვარს პოეზია, რომ მივყვები მის გზას დღემდე... ვეგებები დილას მზიანს ლექსის თქმით და... ასე შემდეგ.
კვლავ ვკითხულობ ასათიანს, გულმა მისთვის ლელო დადო... ჩემი პოეტების სიას სათავეში უდგას ლადო.
მათრობს ეშხი ქუთაისის, ვსვამ საკუთარ პეშვით რიონს... კალამს ვუქებ აკაკის და ქებას ვუძღვნი გალაკტიონს.
ვუფრთხილდები შოთას რითმებს, როგორც დედა შაოსანი... ჩემი სამაგიდო წიგნი არის ,,ვეფხისტყაოსანი“.
ვეფერები მინდვრად იას, ვით მის მიწას - ასპინძელი... უდიდესი შედევრია ვაჟას ,,სტუმარ - მასპინძელი“.
ვიცი ფასი ვაჟკაცობის, ერთგულების ფასიც ვიცი... რასაც ვამბობ, სიმართლეა, არ სჭირდება ამას ფიცი.
ვწერ ენაზე გრიშაშვილის, მის კვარცხლბეკზე ვდგავარ დღემდე... პოეზიის სიყვარული მე გამყვება სამარემდე.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გილოცავ პოეზიის დღეს ოთარ ბატონო. გილოცავ პოეზიის დღეს ოთარ ბატონო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|