ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2023


●●●(სუბლიმაცია)

რატომ ვუკრძალავ თავს ამ უფლებას,
გეუბნებოდე რომ მენატრები?!
რომ ვერსად  მიმაქვს აზვირთებული
შენდამი სულის მწველი მანტრები.

ასე თუ ისე შიშებს ვერევი
ჩემსას,
შენსას კი აბა რას ვუზამ?!
საოცარია რომ ვერ გელევი,
დრო ვერას მშველის,-
ფუჭი პაუზა.

"ცნობიერების ევოლუცია"-
ვუსმენ...
არ მტოვებს სევდის აურა.
ლექსიც ვერარა გამომიდნია,
ვფიქრობ,
ვმსჯელობ და
ვთხზავ უცნაურად.

უსახელობით რა დატანჯულა?
ქმედებებსაც  კი ტანზე აცვიათ,
ამ ლექსსაც სახელს თავად შევურჩევ ,
მოკლედ,
მარტივად -
სუბლიმაცია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები