ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2023


●●●(მურაბა)

მიხაკები ვიყიდე,-
ჩვეულებრივი მიხაკივით გრძელი ღეროებით
და ბაღის მიხაკივით პატარა ყვავილედებით,
აგურისფრად და ატმისფრად შეფერილებით,-
ქაღალდში შეფუთული,
ვებერთელა თაიგული.

ჯერ ფურცელს ვეძებდი,
რომ წამეწერა შენი სახელი
და შიგ ჩამედო,
რადგან შენთვის ვიყიდე.
ვიცოდი რომ ვერ გადმოგცემდი,
და ვიფიქრე რომელიმე იმ გზაზე დამეტოვა,
რომელსაც გამოივლიდი.
მერე მივხვდი,
რომ სადაც არ უნდა დამეტოვებინა,
ყურადღებას არ მიაქცევდი.
ამიტომ დავშალე,
მოვაცალე ყვავილედები,
ჯამში მოვათავსე,
შაქარი დავაყარე,
ცეცხლზე შემოვდგი,
რომ მურაბად  გადამექცია.

აი სიზმარიც ამას ჰქვია!
ვითომ რაღაც ტკბილი
და სასიამოვნო გამოადნო ქვეცნობიერმა?
მაწუხებს ის,
რომ ვერსად გხედავ,
სიზმრების ჩათვლით.
მინდა ვიცოდე რომ კარგად ხარ,
ჰოდა...
როგორც ყოველთვის
სიზმარს არ ძინავს,
წუხილს მიამებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები