ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2023


●●●(ანონსი)

პირველი იყო სიტყვა,
და სულაც სიტყვა იყო ყველაფერი,
რადგან უსიტყვოდ არ იყო არაფერი,
გარდა  საპნის ბუშტივით ფიქრისა.
ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს
დავთანხმებივარ,
უსიტყვოდ,
გულში,
თანაც მიკვირდა რად მემართებოდა ასე?
მივხვდი,
მეც იმ პრიზმაში ვდგებოდი,
რომელშიც მთქმელი,
რადგან მსურდა მისი გაგება,
განა საკუთარი აზრი არ გამაჩნდა?
აზრი, რომელიც შვა ჩემმა გზამ
და  გამოცდილებამ,
მაგრამ რას მივცემდი სხვებს მოსმენის გარდა,
გაგების გარდა?
მარტოობა არ არსებობსო,
განა არ მესმის რატომ ამბობენ?
მაგრამ,
თუ არ არსებობს მარტოობა,
მაშინ ეს სიტყვა რას გამოხატავს?

"მოექეცი სხვას ისე,
როგორც თავად გსურს, რომ მოგექცნენ" - აღარ მუშაობს.
გამოიშიგნა სიტყვა,
ვერ გაგამტყუნებთ...
და ამიტომაც
მინდა მოგექცეთ ისე,
როგორც თავად იქცევით.
არც ერთი სიტყვა,
ტირე,
არც მძიმე და
აღარც წერტილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები