ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 მაისი, 2023


გილოცავთ თამარობას

მოგესალმებით ჩემო ქართველებო, უფალი გვწყალობდეს ყველგან და ყოველთვის. ❤ ❤ ❤

თამარებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ თამარობას, შეეწიოთ წმინდა თამარ მეფის ძალა და მადლი. ❤ ❤ ❤

მანდილოსნის სახელებიდან ,,თამარი“ განსაკუთრებულად მიყვარს, ქალიშვილი თუ მეყოლა, ,,თამარს“ დავარქმევ.

ეგ სახელი ჩემთვის პირველ რიგში თამარ მეფესთან ასოცირდება. თამარ გიორგის ასული ბაგრატიონი ყველაზე ჰუმანური მეფე იყო კაცობრიობის ისტორიაში, თამარმა პირველმა გააუქმა საქართველოში სიკვდილით დასჯა!

თამარი დავითის შვილთაშვილი იყო. თამარის მეფობის ეპოქაში, ქართველებმა თამარის თანამეცხედრის - დავით სოსლანის მეთაურობით ორი დიდი გამარჯვება მოიპოვეს: შამქორის და ბასიანის.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ვიქტორია, ვიქტორია,
სულ გვახსოვდეს ისტორია,
რომ ,,ძლევაი საკვირველი“
ქვეყნად მხოლოდ დიდგორია.

გაუმარჯოს პატრიოტიზმს,
ის ამ ლექსის არსი არის,
დიდი არის გამარჯვება
შამქორიც და ბასიანიც.

ვიდრე გვიძგერს მკერდქვეშ გული,
დავულოცოთ მიწას უბე...
დავით მეფეს, თამარს, სოსლანს,
ის გელათი, ეს დიდუბე.

ვიქტორია, ვიქტორია,
მსურს დავწეროთ ისტორია,
ჩვენც დავტოვოთ ჩვენი კვალი,
დავაფასოთ ვინც გვყოლია.

დავუკოცნოთ მშობელს კალთა,
მოვურჩინოთ მოყვასს წყლული...
და ვიაროთ სიკვდილამდე
საქართველოს სიყვარულით.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს