ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2023


●●●(ჩემი ოქრო ჩემთან!)

ის სადგურია მოგზაურთათვის,
მკითხველებისთვის -
ფანტაზიის უტყვი გამშვები.
ხან ბანალურად,
გაურკვევლობა უნდა ვუწოდოთ.
ხან,
გაშიშვლებულ იმედებსაც
ფრთხილად ვაშველებთ.

უცნაურია,
როცა არ  ვუხმობ,
თავად როგორ,
ან რატომ მაგნებენ?
ნეტავ იკითხონ,
ერთი დღით მცხოვრებისთვის
დაუსრულებელ აზრებთან
კონწიალობა თუა ადვილი?!

გეტყვით: არა!
და ამიტომაც,
გაწყალებული მაისივით
სანამ ჩამოდგა მრავალწერტილი:
- ორი წერტილი!
წერტილ-მძიმე!
მძიმე!
წერტილი! -
ჩემი ოქრო, ჩემთან!
დაიკავეთ თქვენი ადგილი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები