ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: პროზა
11 მარტი, 2009


წერილი ღმერთს (ანდა უბრალო საუბარი)

გამარჯობა, ღმერთო. დაგპირდი და აი, მოვედი.. როგორ ხარ? როგორ მიდის საქმეები, რამე სიახლეს უნდა ველოდოთ? ჩემკენ... ჩემკენ არაფერია ისეთი, ვცდილობ გავერკვე ცხოვრებაში და მერე ალბათ სიკვდილში შენ გამარკვევ.. ხო, რატო გელაპარაკები შენობით? ნუთუ, არ მაქვს მაგდენი შეგნება, რომ ჩემზე უფროსს თქვენობით მივმართო? არაუშავს! შენ ხომ ღმერთი ხარ! ყოვლისშემძლე, კეთილი, სამართლიანი, როგორადაც ბავშვობაშჲ მასწავლიდნენ კვირაში 35 წუთი მხოლოდ..

ის გითხარი, რომ მხოლოდ ერთხელ დამესიზმრე? ხო, პატარა ვიყავი და დამესიზმრე ლამაზი დიდი კაბა გეცვა, ნაცრისფერი იყო და ჩაკერებული ფერადი ნაჭრები ჰქონდა, თმა გადატკეცილი გქონდა შუბლზე, ხელში კვერთხი გეჭირა და თხელი ტუჩებით მიღიმოდი. თუ კარგად არ მოიქცევი, იცოდე დედას მოგიკლავო, ასე მითხარი. ისე შემეშინდა, იმ დღეს სახლიც კი დავალაგე და ბებიას რომ ვუთხარი, ღმერთი დამესიზმრა მეთქი, ღმერთი კაცია ტანაც მოხუცი და წვერები აქვსო, მიპასუხა. ჰოდა, მეც გამიხარდა დედას არ მომიკლავს არავინ მეთქი და ეზოში ჩავქანდი სათამაშოდ.

იმ დღის მერე შენს ხატებაზე აღარც მიფიქრია, რა აზრი ჰქონდა? როცა იქნება მაინც ვიხილავ, მაგრმ ეჭვი მაქვს, შენთან რომ ამოვალ აღარ მემახსოვრება ამჟამინდელი ცხოვრებისეული დეტალები და არც პატარაობაში ნანახი სიზმრიდან დამრჩება ალბათ რაიმე...

ეხლა გზაში ვარ, მივდივარ სადღაც და ვაკვირდები აყვავებულ სიცოცხლეს... ნახე, ღმერთო, ვარდისფერი ყვავილები აქვს ამ ხეს. არ ვიცი რომელი სახეობაა, ვერასდროს ვერკვეოდი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ატამია. არა, ატამი არ მიყვარს, ალერგიას მაძევს ხოლმე ტუჩებზე და მის მიდამოებში, მაგრამ მაინც ლამაზია... აი, შენი სახლიც გამოჩნდა.. რამდენი ხანია, ზედაზენზე არ ამოვსულვარ.. არადა ყველაფერს მისრულებდა ეს ტაძარი რასაც ვთხოვდი... ზედაზნის ეკლესია გაღმერთებული მაქვს და ყოველთვის ასე იყო... ნუ მეტყვი, სამოთხეში არ ყოფილხარო! ვიყავი! მაშინ მივედი, როცა ზედაზნის მთაზე მივაბიჯებდი და ჭიშკარი დავინახე.. ეს რაღაც საოცარი შეგრძნება იყო! აი, ისეთი, წმინდა ნინოს წყალშჲ რო ჩავედი, ამაღლებული.... კარგი გამახსენდა, იქით რომ მოვხვდები, კიდე მინდა ამ სიამოვნების და განწმენდის განმეორება...

ღმერთო, როგორ ხარ? რა ხდება ზეცაში, საქართველოზე რას ამბობენ? ღმერთო, ერთი თხოვნა შემისრულე.. არ მინდა არც სიყვარული (კონკრეტული), არც წარმატება საქმეში, არც მოკვდავი სილამაზე... მხოლოდ მშვიდობა მინდა... ხო, ვიცი, ეს ფრაზა ისე გაბანალურდა, ყველა პოტენციური მის მსოფლიო ამას იმეორებს: „სიცოცხლე ბავშვებს, მშვიდობა მსოფლიოს“! თითქოს თავიანთი ქუსლებით და სახეზე შპაკლით შეცვლიან იმას, რაც შენ გინდა, რომ მოხდეს...

ღმერთოო... არ შეიძლება რომ არ გინდოდეს? არა შენ არ გინდა ეს ხოცვა-ჟლეტა, მაგრამ არ მოახდინო... რა აუცილებელია დაიხოცოს ყველა, ვინც დამნაშავეა ან უდანაშაულო? არ შეიძლება, რომ მშვიდად ვიცხოვროთ? რატომ უნდა იყოს აუცილებელი მეორედ მოსვლა? მოვიდეს შენი შვილი, ჩვენ მას მივიღებთ, შეცდომაზე ვისწავლეთ ხალხმა... აღარ გავაკრავთ ჯვარზე იესოს, მოვისმენთ მის იგავებს და არ გავიხედავთ ოქრო-ვერცხლისაკენ! შევეცდებით, ავუხილოთ ერთმანეთს თვალები, ყველაფერს ვიზამთ, ღმერთო, ოღონდაც იყოს მშვიდობა, ოღონდ იცოცხლონ ბავშვებმა, ოღნდ იმეგობროს მთელმა მსოფლიომ...

რა კარგი იქნებოდა, რომ შემეძლოს ყველასთვის იმის თქმა, რომ ჩვენ ყველანი სტუმრები ვართ აქ და რომ როცა იქნება მაინც მოვალთ შენთან.. ღმერთო, განა არ იციან? იცის თითოეულმა ჩვენგანმა, მაგრამ საკუთარი მე აქვთ წამოწეული ძალიან წინ... გაუგე რა, ღმერთო, არ დასაჯო ძალიან. არც ერთი დამნაშავე არ თვლის, რომ მან რაღაც ცუდი გააკეთა, ყველას ჰგონია, რომ ქვეყანას ან ახლობელ, საყვარელ ადამიანებს ადგება და იცავს მათ როგორც შეუძლია...
არ გვინდა ომი, ღმერთო, გვაშორე...

აი, ამ სანთელს შენთვის დავანთებ შენსავე სახლში.. ვიცი, რომ მარტო გუმბათიან და ჯვრიან ნაგებობაში არ ცხოვრობ, ღმერთო.. შენ ყველგან ხარ, ყველა ჩვენგანში. მე ჩემი რწმენა მაქვს და მჯერა, რომ ის ჭეშმარიტი გზაა... ხო, მეც იმ დამნაშავეებივით მჯერა, რომლებიც სხვებს სხვების დასაცავად ხოცავენ, მაგრამ საკუთარ თავთან მართლები არიან...
როგორ ხარ, ღმერთო? რა გადაწყვიტეთ ზეცაში ჩვენზე? გარეთ გაიხედე, ღმერთო... ყველაფერი ყვავის ირგვლივ... თეთრი ფურცლებს ნუ გააფერადებ წითელი ფერით, ისინი სულ მალე გამწვანდებიან, ღმერთო...

დაგვლოცე, ღმერთო...

დაგვიფარე, ღმერთო...

გადმოგვხედე, ღმერთო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები