ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2023


●●●(ჰკითხეთ პოეტებს)

განსაწმენდელი მიმიქარავს, -
ჩამომრეცხა ყველა  ნიღაბი,
ერთბაშად ვერ და...
ნელა მრეცხა,
მოთმინებით:
ჯერ ფოტო ისურვა ჩემი,
ათქმევინა ვიღაცებს,
რომ არ ენდობა
ამ აბსტრაქტულ,
ან უფოტოო ფეისპროფილებს.
სხვა რა გზა მქონდა?!
წამოვიკნავლე:
- აი ეს ვარ
და არა ღიღილო,
უფრო სწორად:
ასეთია ჩემი ანფასი,
ჩემი პროფილი,
ჩემი სახე.
ამასობაში წამოიყვირეს:
- თუ არავინ გყავს,
ბოტი ხარ და არ გენდობითო.
მე ისევ მშვიდად  ამოვიკნავლე:
- აი, ქმარი,  შვილი,-
ერთი, მეორე.
აი ეს, მათი ოჯახები, -
ფოტოსაბუთით.
აგერ სამივე შვილიშვილი.
აი ძმა
და მისი შვილები.
აი დები
და დისშვილები.
აი ტკივილი და სიხარული.
აი სახლი და სამსახური,
ჩემი ნაწვალებ-ნაკეთები,
აი  ცოცხალი ყვავილები...
აი ლექსები.
სხვა ლექსები!
რომელთა გამო
ნათესავს და მეზობელს გავექეცი,
ფსევდონიმი გვარდად მოვირგე,
ღიღილო პროფილის ფოტოდ.
მათთვის,
ვინც ეჭვით მაკვირდებოდა
და ბედავდა კიდეც
ეთქვა: ასე ნუ წერო,
ვინმეს მართალი ეგონებაო,
რომ სხვა გიყვარს,
ან  სიყვარულს ეძებ.
შენ, ვინც ბედნიერებას
(თუ მის კლიშეებს?)
ასე ერგები,
რატომ ცდილობ,
ვინმეს ეგონო მარტოსული,
ან უარყოფილი?
რა გიპასუხოთ?
ჰკითხეთ პოეტებს,
არის თუ არა
ლექსი ნამდვილი?
და აქვე,
ნეტავ რას ეკითხებიან პროზაიკოსებს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს