ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2023


●●●(მეტი)

მაინც ვერაფრით დაგაჯერე,
რომ ხარ იმაზე მეტი
ვიდრე გგონია
და გაქვს უნარი
მამშვიდებდე.
მაგრამ შენს თავს,
კატას რომ უთხრეს
შენი მ**ნერი წამალიაო
და  მიწა მიაყარა,
ეგ ამბავია.

მე რას ვიზამდი შენს ადგილას?
ფოსტის ყუთს მაინც არ ავჭედავდი.
წარმოდგენაც არ შეგიძლია როგორია,
როცა წერ
და მისამართი გხვდება გაუქმებული.

მეორე წელიწადია
ყელში გაჩრილი ბურთი
ვერ გადამიყლაპავს.
თუმცა უკვე შევსვი მდინარე,
მაინც არ მშველის, -
თავმოყვარე ვარ.

იმ მწვანე ბილიკს
ვუფრთხილდები,
რომელიც თითქოს დამიტოვე...
რომელზეც შევხვდით...
რომელიც შენამდეც იყო...
ამიტომ მუდამ ვუთვალთვალებ,
შემთხვევით რომ არ შემომეყარო.

თუ აქამდე არ იცოდი,
გეტყვი:
რომ ერთგული ვარ,
გზისაც მათ შორის,
ვერ დავკარგავ.
ისედაც,
მუდამ საკუთარი თავის მოღალატე,
კიდევ ერთ ღალატს ვერ დავიმატებ.

ჰო,
უნდა შეგშინებოდა ჩემი,
იმიტომ რომ მხოლოდ გული ვარ.
ვდარდობ რომ
ცოცხლად  აღარ მიგაჩნია თავი...
ვდარდობ რომ ხვდები,
მეც რომ ვხვდები...
ვდარდობ რომ ვამბობ:
რა მართალი ხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს