ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2023


●●●(იყავი გენიოსი)


"გენიოსი ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ადამიანად,
რომელიც კვლავაც აკეთებს უბრალო რაღაცებს,
იმ დროს,
როცა გარშემო ყველა გადადის ჭკუიდან".
             
ნაპოლეონი.

"რა სამარცხვინოდ ცოტა ასეთი  გენიოსი გვყავს ქართველებს..."

გ. ეძგვერაძე.

მართლაც,
რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
ფიქრში ჩავვარდი დილიდანვე
და შაქრამდე დავედი.
მარტივ შაქრამდე,
რომელსაც დიეტოლოგები
"თეთრ სიკვდილად" მოიხსენებენ.

-საიდან, როგორ, რატომ?
სიყვარული რომ არგადარჩენაა სინამდვილეში,
აი ამიტომ.

გენიოსი იდეაში თავისი  თავის კაცი უნდა იყოს,
ამიტომაც აქვს მას ფუფუნება მარტივი რაღაცები აკეთოს,
როცა სხვები გიჟდებიან.
ჩვენთან კი
სიყვარულით ისე იწამლებიან რომ...

როცა სხვები გიჟდებიან და ვერაფერს შველი,
თუ გიყვარს,
შენც იშლები.

ჩვენთან,
პოტენციური გენიოსები,
თავიდანვე
"თეთრ სიკვდილში"  ჩასაძირად არიან განწირულნი -
იყო ჩემი პასუხი.

"მორიგი ფილოსოფიური გამოხტომა"...

"ზოგჯერ ისეთი  მოსაბეზრებელი"...

"მაგრამ დამზაფრავად საინტერესო"....

- შემამკეს
და მეც უდრტვინველად მივიღე.

არადა,
დილიდან
ლინ კოფინის კონკურსზე
მეფიქრებოდა.
კონკურსებს არ ვცნობ,
მაგრამ ეს,
არაფერს გპირდება შენი ტექსტის სხვა ენაზე ამეტყველების გარდა.
ჯერ მხოლოდ ერთი მუჭა საფლავის მიწა მქონდა ლექსისთვის
და ამ დროს ეს სტატუსი...

და ჩემი ტექსტების წუხანდელი შეფასება...

კალაპოტიდან მაგდებს.

როგორც სიყვარულით თავიდანვე მოწამლული გიხსნი,
მაგრამ
ვთვლი რომ ახსნა არა გჭირდება.
თავს ვიმართლებ
და ვიცი,
თავის სამართლებელი არაფერი მაქვს.
არ გესმის ჩემი?
გვერდი ამიარე!
და როცა მე ჭკუიდან გადავდივარ,
შენ მარტივი რამეები აკეთე,
იყავი გენიოსი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს