 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 25 ივლისი, 2023 |
*** მივედი და სადაც ვიჯექი, ჩემს ადგილს ვეძებდი მაინც შორიდან, დამენახა, რაც რამ მებადა, შვილების გარდა. ხელი ჩამოვართვი, ვისაც ბევრი აქვს და ვისაც არა... მხოლოდ ფულითაც ფუჭები ვართ, უფულოდ უღონონი, ორივეს გარეშე-უხორცონი, ფრთებით, საოცნებო მემუარებისთვის მხოლოდ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობ, ვერშემძლე მცირედისა, როგორი უძლური ხარ ცხოვრების წინაშე... შორდები ყველას, ვისაც კაპიკი რჩება ამქვეყნიური სიამოვნებისთვის.
*** გამოიდარა, ცხოვრებამაც გამოიდარა, მაშინ ვიდარდე, როცა ხელი მივყავი კვდომას, თავს არ ვზოგავდი, ჩახვეული გულის პრანჭვებით, ცეცხლს ვიკიდებდი, მადგებოდა გულზე ცხრა ლუკმა.
*** არ გავურბივარ მომავალს, გზააბნეულის თვალით არ ვუმზერ დღეს, არც საკუთარი თავი მეცოდება მუცლადმყოფი, ქერქში ვეღარ ჩატეული, უცნობის თვალით ვუმზერ ცხოვრებას, თითქოს სხვა ვიყო, რაღაცეებს გვერდზე გადავდებ, ასე იქნებოდაო ყველაზე სწორი. დამძიმდა ბავშვი და ჩემი ნაბიჯი. ეს მეხუთე შვილია, მეოთხე ახლახან შემეძინა,- ჩემი საპასუხისმგებლოდ სამდურავი სამსახური.. მეხუთე ნამდვილად მომლოდინე, ცხადად ქცეული და რამდღიანი.. არ ვიცი, კიდევ როგორ შემცვლის მისი დაბადება. რამდენს უნდა გაუძლოს ქალმა.. ცრემლები არ დამალოს, ზოგჯერ ეპატიება, არც სიხარულის შერცხვეს, არც სიზარმაცის, ადამიანი ყველა იღლება, ეს ნათელია.
*** შვილო, ჯერ არ მუცლიდან გადმოსულო, შვილო, სოკოსავით ამოსულო, ჯერ არ მოხსნილი ქვევრის პირო, აუხსნელ სიზმართა ნედლო სტვირო!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა, ქ-ნო მანანა!! :)) მადლობა, ქ-ნო მანანა!! :))
5. შვილო, ჯერ არ მუცლიდან გადმოსულო, შვილო, სოკოსავით ამოსულო, ჯერ არ მოხსნილი ქვევრის პირო, აუხსნელ სიზმართა ნედლო სტვირო!!
<3 შვილო, ჯერ არ მუცლიდან გადმოსულო, შვილო, სოკოსავით ამოსულო, ჯერ არ მოხსნილი ქვევრის პირო, აუხსნელ სიზმართა ნედლო სტვირო!!
<3
4. მადლობა, ნინა!! გამიხარდა!! :))) მადლობა, ნინა!! გამიხარდა!! :)))
3. გილოცავთ, ანანო, ბედნიერი დედაშვილობა და ყველა სიკეთე. გილოცავთ, ანანო, ბედნიერი დედაშვილობა და ყველა სიკეთე.
2. მუხა, ჩემო გულშემატკივარო!! მოგიკითხეთ!! მიხარია, თქვენ რომ ხართ აქ, თქვენ მაინც :) :((( მუხა, ჩემო გულშემატკივარო!! მოგიკითხეთ!! მიხარია, თქვენ რომ ხართ აქ, თქვენ მაინც :) :(((
1. ვანანო ძალიან გამიხარდა აქ რომ გხედავ, მითუმეტეს, რომ მშვენიერი პოეზია მოგიტანია, კარგად შესრულებული, საოცარი პოზიტიური ემოციებით ავსებული.
სად არიან ურაკპარაკის ქალბატონები, ეს ყველამ უნდა წაიკითხოს . წარმატებები! ვანანო ძალიან გამიხარდა აქ რომ გხედავ, მითუმეტეს, რომ მშვენიერი პოეზია მოგიტანია, კარგად შესრულებული, საოცარი პოზიტიური ემოციებით ავსებული.
სად არიან ურაკპარაკის ქალბატონები, ეს ყველამ უნდა წაიკითხოს . წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|