 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 ივლისი, 2023 |
საქართველოს ოთხი მეზობელი ჰყავს და ოთხივე ოკუპანტია: რუსეთიც, თურქეთიც, სომხეთიც და აზერბაიჯანიც!
რუსეთს მიტაცებული აქვს აფხაზეთი, სამაჩაბლო, ჯიქეთი და დვალეთი. თურქეთს მიტაცებული აქვს ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი და ტრაპიზონი. აზერბაიჯანს მიტაცებული აქვს საინგილო (და ახლა გარეჯის მიტაცებას ცდილობს), სომხეთს მიტაცებული აქვს ლორე-ტაშირი.
ჩვენ არამხოლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დავიბრუნოთ, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ტაო-კლარჯეთიც, ლაზეთიც, ტრაპიზონიც, საინგილოც, ლორე-ტაშირიც, ჯიქეთიც და დვალეთიც.. ეს დროც დადგება, მე ასე მწამს და მჯერა. მთავარია რწმენა. რწმენა არ დავკარგოთ. ის, რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია უფლისგან.
............................................................................................................................................................................................
,,ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი!.. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა! საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს!
საქართველოს მეფე ეყოლება! საქართველოს ბოლო ჟამის მეფე იქნება სულიწმინდით გაბრწყინებული, მეფე დიდი დავითის სულით, ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნილთა შორის, რომელიც შეკრავს ერს და გააერთიანებს საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!“
მამა გიორგი ბასილაძე
............................................................................................................................................................................
,,საქართველო აზროვნებდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“.
ზვიად გამსახურდია
......................................................................................................................................................................
სიზმრად ვნახე წუხელ ტაო
სიზმრად ვნახე წუხელ ტაო, ტაო - ჩვენი საქართველო, ჰოი, როგორ მინდა დაო ტკივილები გავამრთელოთ.
მტკივა, როგორც სამაჩაბლო, მტკივა, როგორც აფხაზეთი, ვცდილობ: არ გადავაჭარბო სათქმელს... შემწედ გვყავდეს ღმერთი.
რა რთულია ხვედრი ერის, ვართ ცრემლებით დანამული, მსურს ვიხილო ბედნიერი ჩვენი მიწა და მამული.
სიზმრად ვნახე წუხელ ბანა, ბანა - ძველი საქართველო, ზურგში ჩასცა ბედმა დანა, მინდა წყლული გავამრთელოთ.
დრო - დროს, დღე - დღეს, თვე - თვეს მისდევს, აღარ ხარობს ბაღში ნუში, თუმც მწამს: შეგვეწევა ქრისტე მშობლიურის სიყვარულში.
ოთარ რურუა
..................................................................................................................................................................................................................................................
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი - არის სურნელი საქართველოსი, მჭირს სიყვარული განუკურნელი ბაგრატიონთა სამფლობელოსი.
დღეს აღარ რეკენ ოშკის ზარები, თუმც კვლავ აოცებს მნახველებს ოშკი, თითქოს ყველა დღე არის ზმანების, სიზმარში ვხედავ: ხუთჯვრიან დროშით
როგორ შევდივარ წმინდა ტაძარში და როგორ მლოცავს გრიგოლ ხანძთელი, ვხედავ დედოფალს - ქართულ კაბაში და მიხარია რომ ვარ ქართველი.
ჭოროხს გაღმაც ძგერს ქართული გული, იმ ლაზისტანსაც ვლოცავ ბერივით, შეინარჩუნეს ენა ქართული ფერეიდნელი ქართველებივით.
მინდა ამიხდეს ყველა სიზმარი, ცხადად ვიხილო ყველა ზმანება, ვიდრე მასველებს ჩემი ცის ნამი, იარები მაქვს სულში ბზარებად.
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი - არის სურნელი საქართველოსი, მჭირს სიყვარული განუკურნელი ბაგრატოვანთა სამფლობელოსი.
თუმც აღარ რეკენ ოშკის ზარები, დღესაც აოცებს ოშკი მნახველებს, გულით მიქებენ ლამაზმანები დიდ წინაპართა უკვდავ სახელებს.
დედამ ფიალა ღვინით ამივსო, მსურს ვნახო ერი-გამარჯვებული, ჩემი ფესვები სამარადისოდ ამ მიწაშია დამარჯნებული.
ოთარ რურუა
2023
..............................................................................................................................
ჩვენ
ნათია სებისკვერაძეს
მინდა დავლიოთ ღვინო ყვარული, დავლოცოთ მათი შთამომავლობა, - ვინც რომ გვასწავლა ჩვენ სიყვარული, ყველას გულწრფელად ვუთხრათ მადლობა.
მინდა დავკოცნოთ ჩვენივე მიწა, მოგველის ტაო ხუთჯვრიან დროშით, პეშვებით შევსვამთ ფსოუს და რიწას, ეს დროც დადგება ამ სამყაროში.
ისევ ვიჯერე გული სიმღერით, მწამს: აგვიხდება ყველა ოცნება, ,,ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი, ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება“.
ეს გაუმარჯოს კაზმულ სიტყვის მადლს, მკითხველებისთვის ისევ დავშვრები, ჩვენ პოეზია ისე გვიზიდავს, როგორც სამყაროს ბავშვთა - ბავშვები.
ოთარ რურუა
2023
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|