ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2023


●●●(finita)

რანაირია სიყვარული,
შენივე თავიდან გასვლას გაიძულებს,
თვითონ კი,
სანამ დანიშნულების ადგილამდე მიხვალ,
საწყობში დიდხანს ნადები
ფეხსაცმელივით შემოგეშლება.
თუმცა,
ადგილზე მისულს,
ცოცხლებს შანსს მისცემს,
რეპეტიცია გაიარონ,
კუბოში ახლით შეგმოსონ
და დაგაბრალონ ბედნიერება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს