 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 26 ოქტომბერი, 2023 |
გარეთ ისედაც ცივი ქარია, ნავია უშნო, შენზე დაყრდნობილი ტალღებზე ცურავს. მეც ხომ გავწამდი, შენ რომ გიწამე, ამ უსულდგმულო დღეების წინათ. ვიცი, გადარჩი და მთას დაუდექ, გაუტეხელი კალთების მზიდავს. დაუმეგობრდი, გადაარჩინე, გული, გონება და სული წმინდა. ამ კლდის იქითაც შენი ხელია, მყარი და უტყვი, კაჟივით მიგყავს შენი სამყარო და ორთაბრძოლა ამირანივით. შრომით და ოფლით გადაიწმინდე ყველა ნაღრძობი კოჭი, დაირწე. გადაიყარე ფერი უიღბლო და ცისკამარის შუქზე დაიწყე, შრომა და ლოცვა შენთვის ერთია, საქმე და ბრძოლა გულიდან მოდის. არავის უთხრა, ამდენს რომ შრომობ. შეგიძულებენ და დაგამწყვდევენ, თუ მოგისჯიან მარტო ღიმილებს. არ აგრძნობინო, რომ იმედი გაქვს ხვალის და ვალსაც ისტუმრებ კაცურს. აშენებ, რგავ და ცრემლებს უმშრალებ იმას, ვისაც ასე სჭირდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა! მუხა, ქ-ნო მანანა! :))
მადლობა! მუხა, ქ-ნო მანანა! :))
1. კარგია, როცა საიმედო ადამიანი გყავს გვერდით კარგია, როცა საიმედო ადამიანი გყავს გვერდით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|