ავტორი: ნ.ფხოველი ჟანრი: პოეზია 26 თებერვალი, 2024
***
ცას შემოატყდა კიდე უშველებელი მთების, მწევარი ისევ მისდევს გადმორეკვაა შვლების, შვილები შარშან ისევ ბავშვები იყვნენ ალბათ შენ და მე ჩემო ღმერთო რა მძიმე ჯვარი დაგვაქვს, რა მაღლა არის მთები ასვლის სურვილის მსგავსად და რა ძნელია ჯვარცმა თვალის დახუჭვის ნაცვლად.