ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2024


●●● (გისმენ)

როგორ მიხვდები,
თუ არ გითხარი,
რომ ეს მზიანი დღე
შენს თავს მაგონებს?
როგორ მიხვდები,
რომ ყოველი ჩემი სიტყვა
და ქცევა იმისთვისაა,
რომ გამოგიწვიო
და გათქმევინო სიტყვა,
სიტყვები,
რომელიც უნდა ნიშნავდეს,
რომ ვარ ღირსი.

აი, ეზოში ვარ.
რკინის მესერს მიყრდნობილი  შენს აივანს მივჩერებივარ.
გადმომხედე
და განა ამხედ-დამხედო,
დამინახე.
თუმცა,
როგორ შეძლებ ჩემ დანახვას,
როცა ასე  უცნაურად მაცვია, -
ასაკისთვის შეუსაბამოდ.

არც ისე გრძელი თმა
სიყვარულისთვის მზადმყოფივით გამიშლია,
ნაცვლად შემეკონა ვნებებივით.
ჯვართან ერთად
სხვა სამკაულები ამისხამს:
სამაჯურები,
გულსაკიდები.
ისინიც მჭირდებიან,
მათაც ვამეტყველებ,
რომ დროში ჩავეტიო,
რომ შესაბამისობაში  მოვიყვანო ის,
რაც აპირობებს ვიყო სასურველი.

ამიტომაც,
ასაკის ვითომ დამფარავი,
სინამდვილეში კი,
ნაოჭების ხაზგამსმელი:
ტონალური,
ტუჩსაცხი
და ფანქარი მიმიცხია სახეზე.
თუმცა,
ეს ყველაფერი
დაბნეულობას უფრო ასხივებს,
ვიდრე სხვა რამეს.

ამაოდ ვცდილობ  დაგანახო ის,
რასაც თავად ვერ ვხედავ.

რა დროს ეს არისო,
მეტყვი ახალი სიცოცხლის მომლოდინეს,
მაგრამ იმ ახალ სიცოცხლეს
მეც ხომ უნდა დავხვდე ცოცხალი?
მე კი,
ყოველთვის სიტყვები მაცოცხლებენ,
გისმენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს