| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 13 ივნისი, 2024 |
ჰიმნი ორი, ბალადა ერთი
ჰიმნი ნეიტრალურ ნერვებზე უსაქმურობის შემომაწვა წუხელ სინდრომი, ნეიტრალური ნერვებიდან აღარ მოვჩანდი, მთვარეს პოზები შევურჩიე, მე შენ მინდოდი, ისე მინდოდი, როგორც ბულბულს უნდოდა ვარდი. კეთროვანივით სუნთქავს ჩემში შენი წარსული, თავზარდასხმული ეს წარსული, ფიქრებად მათოვს, მარილმოყრილი, შამფურზეა სევდა აცმული, მშვიდად ვუკითხავ ,,მე და ღამეს“ ნიკალას მარგოს. --- შენ, აწმყოში ხარ და ქარში ფანტავ, ღმერთის ბოძებულ ცის თასმის კონას,* ჩემს და შენს შორის დაეშვა ფარდა, გვირაბის ბოლოს შუქი არ მოსჩანს ... - - - ალბათ შენშიაც ბოგინობდა წუხელ სინდრომი, უნეიტრალო ნერვის ჰანგმა, შენშიც იბორგა, შენ სხვა გინდოდა, მაგრამ გრძნობდი, რომ მე მინდოდი, ისე მინდოდი შენ, როგორაც ის სხვა გინდოდა; კეთროვანივით სუნთქავს შენშიც ჩემი წარსული და გაწვიმს ფიქრის ნაღვერდალი, როგორც მე წვიმა, ვარდის ფურცლები, ჩალისფერნი, ძელზე გასმული, სიკვდილის სუსხით შემოსილი ნელ-ნელა ცვივა. --- მეც აწმყოში ვარ და წარსულს ვფატრავ, სისხლის ტბორედან ვხაპავ ჯილეებს, მზეს მეწამული მოუსხამს ფატა და ლუციფერი ევას ინელებს. - - - არა! ... სინდრომი მხოლოდ მიზნის იყო მიზეზი, წარსულს და მერმისს სხვა მჭედელნი გამოკვერვიან, ჩვენ წარსულიდან და აწმყოდან გამოვიქეცით და ერთმანეთთან შეყრა ჩვენი უკვე ძნელია; თუ არ გვეწერა კვლავ შეხვედრა, რისთვის მინდოდი? ძალით განმკურნა მკურნალმა* და ხსოვნაც მინავლდა, ჭკუაცარიელს აღარ შემრჩა ერთი სინდრომიც და გამახსენდა, წარსულიდან, რა თქვა ზირაქმა; ,,ნუ იქადი ხუალისათვის,რამეთუ არაუწყი, რასა შობს შემომსვლელი დღე“; --- და ბედისწერა გვავლებს არშიებს, აწმყოში ჩვენი აჩრდილი დადის, ისე გვაშინებს, როგორც აშინებს, ბებერ კონტინენტს ,,კომუნის ლანდი“. ჰიმნი ფანდურს დაცლილი სულის შესავსებად შევცქერი აისს, წითლად შეღებილ აღმოსავლეთს ფერი აქვს მწვანე, სულ მწვანე არა, ოდნავ ღია სიმუქე აწვიმს, მშვენიერია, უნაზესი, მოტკბო-მომწარე. მიმქრალი მთვარე, ღრუბლებიდან ელამად მზერი, მთების ღამეულ აჩრდილების მოხიბვლას ლამობს, სუსხიან დილას მზის სხივებით გაუკრავს წელი, იასამნების სილუეტი ამშვენებს ტატნობს. არითმიულად მკერდში მიცემს ,,გამტყდარი კოკა“, მხარზე მთვლემარე ჩემს ანგელოზს ფერი აქვს ბაცი, უნეტარესი-ნეტარებით ბავშვივით მოვთქვამ, მარადისობა ამ ,,დე-ფილეს“ ასტრალში ვარცხნის; მშვენიერების უკვდავების მშვენიერება, განთიადებულ სილაჟვარდეს მოუსხამს ტოგად, დისჰარმონიას ვერაფერი ვერ შეედრება, უკვე პირთამდე ავსებული სული კვლავ ბორგავს ... მე, ვუკრავ ფანდურს! ... ბალადა ნიფხავზე ადამიანში მოყვარე ეძიე, მტერი თვითონ მოგძებნის. მისამღერი: სიცოცხლე მაინც მიხარის, თუმც ჭირი მიდგას კარზედა, მთლად შამომაცვდა ნიფხავი, რეზინი შემრჩა ტანზედა; ოდელა-ჰარი არალე! უნიფხოდ დავალ ქვეყნად მე! ... . . . სიკეთე ქვაზე დადე - თავს ქვით გაიტეხ! ... მისამღერი: სიცოცხლე აღარ მიხარის, აღარც კი მახსოვს მამული, ეჰ, ბამბაზიის ნიფხავი კურკლშია ამოგანგლული! ჰარი-ჰარალე ოდელა, კუჭი მაქვს თხილის ოდენა! ... . . . ფულში არ არის ბედნიერება, მის რაოდენობაშია. მისამღერი: ისევ ბავშვივით მიხარის, დილით აისის დანახვა, გამოვიცვალე ნიფხავი, ღმერთო სიცოცხლე დამაცა; ჰარალე-ჰარი- ჰარალე, მიწაში ოქრო დავმარხე! ... . . . მუშტი ყველას აქვს, ჭკუა არა.
მისამღერი: ქოხის წინ იჯდა ჯორკოზე კაცი, ფიქრს მისცემოდა კემსავდა ბადეს, კიდეგამსკდარი წინ ედგა ვარცლი, იმეორებდა თევზისთვის სათქმელს. . . . . სხვა თუ იქნება კარგად, მაშინ, შენ იქნები ცუდად. მისამღერი: სიცოცხლე ერთი წამია, ბნელს ნათლის შუქი ათენებს, ნიფხავი გაცვდა ძალიან, ყოველდღე ვადებ ნაკერებს; ოდელა-ჰარი- არალე, მზად არის ჩემი სამარე! ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|