ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2024


●●●(ფონი)

გაზიზინებულა  სივრცე კარგი ლექსებით,
თუმც ბრწყინვალება უჭირთ.
ფონი მოიკოჭლებს,
რაც აღარ ვწერ,-
სანთლით საძებარი გახდა
ცუდი ლექსები.

ვზარმაცობ.
არადა,
სულ სამი რამ დამჭირდა ახლა
მის შესაქმნელად.
ერთი ვიდეოსიუჟეტი,
ლიტ.კონკურსის "დაჯილდოვების აქტისაკენ" მიმავალი ავტომობილის სალონიდან.
მეორე, -
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიაში
ნაგავი სრულად ათვისებულა
და მესამე, -
ფეის.პოსტი მავანისა
რომ ვიღაცე(ე)ბს აღარ მოსწონთ,
მასზე დართული კომენტებით:
"ვინ გაგიბედა"
"გამოუშვი".
ხომ არაფერი განსაკუთრებული?!
მე კი მენიშნა,
შვეიცარიაში ათვისებული ნაგავივით რომ ვარ,
თქვენით კი სავსეა ქვეყანა და
მისი ყველა კუთხე-კუნჭული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს