ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2024


ორსახოვნება

ცას ვუცქეროდით და სხვადასხვა ღმერთებს ვხატავდით.

ან პირიქით, ყველა თავის ერთ ღმერთს ეძებდა.

მათ სიმაღლეებს ვატოლებდით, ხოლო მიწაზე

ცოდვა წელამდე შემოგვადგა.

აწდამცხრალი სიბობოქრეა ზეცის სიმშვიდე.

ისევე, როგორც მთები - მშვენება

მიწის დუღილის შედეგი გახლავთ.

სილამაზის  კაშკაშა შუქი ფანტავს სიბნელეს,

და სიმახინჯეც ხილული ხდება.

კაცის ხელიდან თუ რამ შექმნილა,

ასევე კაცთა  გვამებით მყარობს.

მშენებლობისას ათ მილიონ სიკვდილს ითვლის

სიცოცხლის მცველად აგებული დიდი კედელი

ხოლო ლექსი კი...

ტკივილის ღრმა ფესვს ეფუძნება მაღალი ლექსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები