ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 დეკემბერი, 2024


●●●(ცვეთა)

ღმერთმა ნუ ქნას ჩემი  ნათქვამი
"სწავლა, სწავლა და სწავლა"-სავით
ყველა კონტექსტს ერგებოდეს.
არადა,
როგორი სწორი მოწოდება,
მიზანი,
თუ სურვილია.
რომელ დროს,
ან გარემოებას არ მოერგება?
მაგრამ რაღაც დაკარგა
ლენინის ამ მოწოდებამ.
ვეღარავინ წარმოთქვამს ისეთი მგზნებარებით,
როგორც ერთ დროს ითქვა.
გაცვითეს.
მოკლეს.
ვიღაცისთვის გაუგებარი იქნება,
რომ ამ მაგალითივით
კარგავენ სიცოცხლეს
სიტყვები:
"ღირსება" და "მშვიდობა".
თუ ვერ ხვდებით რატომ,
ამის ახსნას თქვენთვის აზრი არ აქვს.
გზა მართალსა ხართ,
მკვდრებო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს