| ავტორი: ტინნე ჟანრი: პროზა 31 დეკემბერი, 2024 |
1994 წელი
ოთახს თბილი სინათლე ეალერსება, ტუმბოზე შემოდგმული ღამის ლამპის ჭრელი აბაჟური ალაგალაგ ფერად ფიგურებს ირეკლავს. გარეთ ბარდნის, ისე ხვავრიელად რომ ფიფქების დაცემის ხმასაც კი გაიგებს ადამიანი. მხრებზე ნაქსოვი შალი მოუგდია და საწოლთან მიმჯდარა. გადაშლილ წიგნს ჩასცქერის. ახლახანს ჩაძინებული შვილის მშვიდი ფშვინვა, შექმნილ სიმყუდროვეს სასიამოვნოდ ერწყმის. გონებით ტექსტში შესახლებულა, ოდისევსის გემზე, მამაცი მებრძოლებით გემბანზე, ორ კლდეს შუა რომ მოქცეულან და ექვსთავიანი ურჩხულის გამოჩენას, ირგვლივ ჩამოწოლილ უცნაურ ნისლში, სულგანაბულნი ელიან. დაძაბულს კიბეზე გახმიანებული ფეხის ნაბიჯები აკრთობს. წიგნს ნაჩქარევად ხურავს და კარის გასაღებად მიდის. ცდილობს, აფორიაქებულ გულსა და უტყუარ წინათგრძნობას ყურადღება არ მიაქციოს. მთავარია, საწოლამდე აყალმაყალის გარეშე მიაცილოს. სადარბაზოს მკრთალ სინათლეზეც კი ამჩნევს მის არეულ თვალებს და უსიტყვოდ იხევს უკან რომ გზა დაუთმოს. -დათო სადაა? - ენას გაჭირვებით იბრუნებს პირში. ჰაერში ალკოჰოლის სუნი ტრიალებს. -ახლახანს დაიძინა, გთხოვ, ნუ გააღვიძებ! - სიტყვებს მუდარა ერევა. -შენ ვინ ხარ, ქალო, ჩემი შვილის ჩახუტება დამიშალო! - გაჟღერებული ზიზღიანი ტონი, სხეულზე გადაღვრილი შხამივით ედება. - რაც გითხარი, გააკეთე! - უკვე ყვირის და ბრძანებისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ქალს ხელს გამეტებით ჰკრავს. ჯერ ისევ შეღებულ კარს ზურგით ეჯახება. ვერშეკავებული გმინვა ტუჩებს დაუკითხავად სწყდება. -დედა! - ისმის საძინებლიდან.
2021 წელი
კედლის მიღმა ხმაური აღვიძებს. თხელი ტიხრებია, ყველაფერი მკვეთრად ისმის. მტვრევის ხმას ქალის ვედრება ფარავს. -დათო, გევედრები შეწყვიტე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა ნიკი მადლობა ნიკი
2. გაიხარეთ თქვენც ასევე გამიხარდა თქვენი დანახვა აქ
5 მოთხრობას და ცხადია, რომ ნაყოფი ხისგან შორს არ ეცემა საშინელებაა ძალადობა და მითუმეტეს ქალზე ანუ თუ ერევი, მაშინ რომ ძალადობ. ბევრია ალბათ ასეთი და ცუდია ეს წარმატებები გაიხარეთ თქვენც ასევე გამიხარდა თქვენი დანახვა აქ
5 მოთხრობას და ცხადია, რომ ნაყოფი ხისგან შორს არ ეცემა საშინელებაა ძალადობა და მითუმეტეს ქალზე ანუ თუ ერევი, მაშინ რომ ძალადობ. ბევრია ალბათ ასეთი და ცუდია ეს წარმატებები
1. მშვიდობიან და ბედნიერ 2025 წელს გისურვებთ, ჩემო ქართველებო! ❤️ მშვიდობიან და ბედნიერ 2025 წელს გისურვებთ, ჩემო ქართველებო! ❤️
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|