ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2025


⁎ ⁎ ⁎

ისე უჩუმრად ელოდა ზამთარს...
ვიდოდა ლაღი მსვლელობა ჟამთა.

რომელ სიზმრებში თვლემდა, ვინ იცის,
სულელი ბავშვი დროის და სივრცის.

თუ გაღვიძება აღარც ეწადა,
თუკი ზომაზე მეტად ეცადა?

ეკითხებოდა დიდი ობობა -
არარსებობა თუ არსებობა?

ზამთარი...  ნუთუ ამიტომ სდევდა
გაუგებარი და უცხო სევდა?

როგორც კეთილი ზეცის ასული
და უნაზესი სიმშვიდე სულის.

როგორც მირაჟი, როგორც ზმანება,
დასიზმრებული ცის ხმოვანება.

ისე უჩუმრად ელოდა ზამთარს...
ვიდოდა ლაღი მსვლელობა ჟამთა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები