ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2025


თანა შინ ღმერთო

გამოუჭამეს ღმერთს გული და შენდობა სთხოვეს...
ყოფა არყოფად ჩაუთვალეს ჯვარზე გაკრულსაც!
განთიადები გარდასახეს იმიერ მკვდრეთით,
და პური ჩვენი არსობისა, სთხოვეს საზრდოთა...
თანა შინ ღმერთო ,შემოსულო ჩემსა საწუთროს ,
ალიონების ნათებისას გხედავ და გხატავ.
მადლობელი ვარ შენს ჯვარცმაშიც გული რომ გგულობს,
და შეუნდობელს, რასაც იქმნენ პატიობ მათაც.

მ.მატარაძე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები