 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 13 ივლისი, 2025 |
"იქ დამრჩა ტიალი გული, სადაც ალაზნის თავია.. ..სხვამ არ წამართვას ლამაზი, მთებო, გეჭიროთ თვალია." იოსებ ლონგიშვილი
ნაწილი I
მინდოდა, მეცხოვრა სიცილის ზღაპარში, როგორც ბიჭს ფერადი მულტფილმებიდან, მოვიდა ყველა დემონი და ერთდროულად შემარხიეს, გადამიყვანეს ცუდი სიზმრების სახელმწიფოში. ახლა რასაც ხელს ვკიდებ, წასვლად იქცევა სულ ყველაფერი. გთხოვ, არ შეწყვიტო, ღმერთო, სიცილი ჩემს სისუსტეზე.
თუკი მიხმე მე ერთ სამოთხეში, აღარც ქალის ტუჩის დაჭერა მწყურია და აღარც სხეულის სხვა სურვილი. ჩავდებ სიმართლეს ყველა ნაბიჯში არწივი მეტყვის “შენ არ გაჩერდე,” გველი სისინებს - “ხომ გეუბნებოდი!”
ჩემი სიტყვა ორთქლივით აიშლება - ცეცხლით, წყალით, ჩემი სხეული ნაღმად იქცევა - მიწად და ცეცხლად.
ადამ და ევა - პირველი მეტაფიზიკური ბავშვები, რომელთაც გააფუჭეს სათამაშო. შეხედე ჯენლტმენებს, როგორ დაარბიეს ყველა ზღაპარი, როგორ კეთილად ასრულებენ სურვილებს.
მივყვები სიტყვებს და გული მაქვს, როგორც ლეგენდა, წასასვლელად გამზადებული სუნთქვას რომ შეაჩერებს, თითქოს სურს იგრძნოს წამში თუ არის მთელი სხეულით.
სად, და სადაო სადღაც — ქარის მხარეს გადაკარგული, დავიწყებული… და ქაჯები ცხადს უშოლტავენ.
ვხედავ მის სახეს – ჩემსავით დაღლილს და გაფითრებულს, თითქოს მის თვალში ჩემი სიმღერის ნაპერწკალი ინთება და ისიც — გადარჩენილივით – მოძრაობს, როცა მე ვწერ, ჩვენს შორის კი ისევ დგას ურჩხული დროის.
მე კი აქ ვბრდღვინავ, იქ, ბარში ყველა ჩემი ტოლია. დღეს აღარ იწერება ლექსები გმირობაზე. მე რომ მარტო ვარ, ამბებია გამორიცხული, ოცდაცხრა წელი თითქოს ერთად შემსრულებია.
ვიქცეთ ჩვენ ამ დიდ გამოწვევად - ხომ შეგვიძლია - გავიფიქრე და მოვიდა სტრიქონები, როგორც მისი თმის დაჭერილი ხელში ხვეული. ქარი კი ანგრევს გზებს და გზებზე ბრუნავს ბორბალი, ჩანთაში მიდევს ენეიდა, ორჰან ფამუქი. ჩემი გასაყიდი ფასია ორმაგი, ან მყიდველს ვიპყრობ, ან საერთოდ ბაზარს ვაუქმებ.
ხელი ჩაჭიდე ჩემს ოცნებას, ნუ მიწყებ ძებნას, ტყდება ეგ ღამე, გული, ჭიქა ჩემი ტუჩებით. ალიას დამწვარ მიწიდან ვარ, ისე ვწერ ლექსებს მახშვის ჩიბუხის ბოლს ვსუნთქავ და ბედს ვეურჩები.
თუ მთას შევხედავ, მთას ბორცვივით არ ეტყვის კაცი, არც მიწის ვარ და არც ცასა ვარ გამოკერილი. რამდენი დიდი მარგალიტი მაქვს ხეტიალში ნანახი, მე მაქვს საიდუმლო, და მაქვს წერილი.
ახლა კი წვიმის ხეტიალი მისველებს სახეს, თუ ვერ დარჩები, გავაბოლებ, და გადავიტან. ცხოვრების შხამი დავლიე და სიცილი ვნახე, დღეს მარტოობა მომინდა და მარტო დავდივარ.
ღმერთებსაც ვხვდები, ეშმაკებსაც, და ხალხსაც ვხვდები, და ძირითადად ვარ მაგიურ სივრცის მზვერავი. დაბრუნებულს კი თუ მებრძოლის თვალებით მხედავ, ან გეშინია, ან და საზღვარს გავაფერადებთ.
ეს არც ტირილი არ არის და აღარც სიჩუმე, ლექსთან მისული კაცი მრუში ვერასდროს რჩება. ზედმეტს არ გეტყვი, და ყველაფერს ნუ დამიჯერებ მიიღე ჩემი მართალი რჩევა.
თავს არ ვიქებ მე, ერთი სიზმრით მოვედი შენთან, ჩვენში ყოველთვის ორი სქესის დიალოგია. და თუ სარკისკენ გაიქცა ერთი, სარკესთან არ დგას ჩემი ლოგინი.
ვეტყვი ოდისევსს, ტარიელს და ალუდას მოვცდი. მე სიმარტოვე ას ზღაპრიდან ამირჩევია, ეშმამ რა მაკლოს, მხარზე მაზის ცხრა ანგელოზი, და სიბნელეში ჩახლეჩვამდე მღერა მჩვევია.
მე ვნახე ოფლი, ტკივილი და სიკვდილი ვნახე, ვნახე მელიის დახუთული და მყრალი სორო ახლა კაცური გამიხდა სახე და ღვთაებრივი წყურვილით ვცხოვრობ.
ვიცილებ სიტყვებს, უსაფუძვლოდ თუკი მიწოდეს, ჩუმად წასვლაა ჩემი მეთოდი მე შენს კითხვებზე პასუხი მაქვს. მაგრამ იცოდე რომ სიჩუმეებს უფრო ვენდობი.
იცი, არ მაკლებს მზე სხივებს და მთვარე ხასიათს როგორ მოვედი იცი აქამდე სადაც ჩემს გზაზე ჩრდილი აგდია შენი თვალების შუქით ვანათებ
მე ღამის ოსტატს დაგვიანების ცოდვები დამაქვს, წვეულებები, ჩვეულება და კართან მოცდა გამოვეცალე სამყაროს, რომ შენთან ვყოფილიავი ორ წუთში ეს ცოდვაც იყო და იყო ლოცვაც.
რა ირონია, ბორჯღალით ვარ მე დაღდასმული და ამ სიჩუმით მინდოდა მეთქვა, საუბარში რომ ჩემს თავს ვიპოვი არყოფნით გიცნობ, ყველამ გიძახოს, მე გულით ვფეთქავ
და ღამემ იცის, ყველა სიტყვას როგორ განვიცდი და კარგად მახსოვს - ვიკვეხნი ერთგან - როცა იძინებს შენში ქალი, თვითონ არ იცის რომ გაიღვიძებს ოდესღაც ჩემთან
ვიცი მე გემო შხამის, ვიცი, შხამსაც რცხვენია ჩემთან რომ მოდის და თვალები არ აქვს აკრული. ეს ჩემი სიზმრის მოსაცდელია ეგ შენი მზერისფერი აკრილი
და თუ გაბრაზებ, ეგ სიტყვები ხდება აკლდამა და მზერით მმარხავ მე უდიდეს კაც-დამნაშავეს გეგონებოდა მიწისძვრაა იალბუზებზე შენც გაგეხარდა, როცა მაწამე.
მაგრამ ხომ ვიცით, მწვერვალამდე რომ ალპებია იქ ვნახავ ყვავილს და უთუოდ მოგეწონება სუნიც აქვს, გემოც, ისარიც და არ გეჩვენება გზები, ხო, გზები მხოლოდ ჩემია
და ღამეები ამის იქით მე ვეღარ ამშლის, ვიცი, შენ იცი ყველა ეს ლექსი შენს თავს არა ვხსნი მე ამ ჩემს ხმაში ვმღერი და ვხვდები, რა მაგრად გესმის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არც მიწის ვარ და არც ცასა ვარ გამოკერილი.
ადამიანი მიწიერია, ანგელოზი არ არის. სიცოცხლე ბრძოლაა, მოძრაობას მოითხოვს, ლექსი საინტერესო და მრავლად აღქმადია.
არც მიწის ვარ და არც ცასა ვარ გამოკერილი.
ადამიანი მიწიერია, ანგელოზი არ არის. სიცოცხლე ბრძოლაა, მოძრაობას მოითხოვს, ლექსი საინტერესო და მრავლად აღქმადია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|