ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2025


პირტიტველა

ნეტავ საიდან მოდის
ეს პირტიტველა ტყე
საიდან ჰყრიან ქარებს
ჩემს თმას ეხიზვნის მზე

ფრთამალი ჩიტისგულა
რარიგ მარცვალად წევს
რადგან მოსვლია დარი
რკოების ჩამომკალავს

დიდი შარვალი თოკზე
წვერის საპარსი უმზერს
რამ გაგიყვანა ბიჭო
კალოს შუაში ისევ

ბარავ და კლარჭას აჩენ
გიდღვება მკერდზე ოფლი
დედაშენს ასე უთქვამს
შრომობდეს თავის დროზე

შენც აგიღია ხელი
გოგოებს ჭვრეტა-ხელზე
შორიდან უმზერ ნატრობ
ქარმა დაჰბეროს დროზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები