ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზე ჰალე
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2025


უდაბნოში მყოფი

უდაბნოში მყოფი დუმს, 
რომ შეეძლოს — მიაგნებდა ოაზისს. 
გამომშრალი მირაჟს მიჰყავს სადღაც შორს — 
უდაბნოში მყოფი დუმს. 

უდაბნოში მყოფი დუმს, 
განთიადზე გადაივლებს გრილ სხივებს. 
გზას განაგრძობს უდაბნოში მყოფი — სურს 
შუაღამეს მიაღწიოს ნაპირს ჩუმს, 
შუაღამეს მოუძებნოს საზრდო სულს — 
უდაბნოში მყოფი დუმს.


22.05.2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს