ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2026


მიშველე

ღმერთო, როგორ მეზარება წამოწყება ვარჯიშის,
როგორ მიჭირს, რომ დავეხსნა სიზარმაცის მარწუხებს.
არადა, თან, არცთუ რამე ზე-ჯანსაღის ვარ ჯიშის,
თუ ოფლს არ ვღვრი, ჭარბი წონა და სახსრები მაწუხებს.

ღმერთო, როგორ მეზარება წიგნის ხელში აღება,
ეკრანს როგორ მიმაჯაჭვა ამ ციფრულმა დროებამ.
წიგნის გემო კი არა და სუნიც კი მემძაღება,
უკვე მართლა ყველაფერი გახდა ამაოება.

ღმერთო, როგორ მეზარება შენთან ლოცვად დადგომა,
შენთან - ვინც ჰქმენ რითაც ვსუნთქავ, რითაც ვხედავ, რითიც ვხმობ.
და არა აქვს მნიშვნელობა შობაა თუ აღდგომა,
ლოცვას მიჯობს ვივარჯიშო, ანდა წიგნი ვიკითხო.

ღმერთო, ვინაც ეს სამყარო შექმენი და იშვილე,
ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, ღმერთოოოო
მ    ი    შ    ვ    ე    ლ    ე . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები