ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატია
ჟანრი: პროზა
26 ივლისი, 2026


წერილები შენზე

რომელი რიცხვია, გათენდა... თეთრმა ფერიამ ფერი დასვა და სითბო შემოიტანა შენს რიცხვიერებაში. ფერი არ იცოდი. ღამე იყო და გეგონა, სულ ღამე დარჩებოდა შენთან, ამიტომ, ისიც შეიძულე, ნათელი რომ დაგანახა. სიძულვილიც ფერი გახდა__ყავისფერი.
სინათლე ნივთზე დაეცა. შენც ნივთი ხარ და ამის მერე აირეკლე: გათბი, გაცხელდი, ადუღდი და გადასხვაფერდი. ხმა ამოიღე, ერთადერთი რეს გამოცემა შეგეძლო. ექოც შენ აირეკლე. კივილი იყო ის, რასაც შენ ირეკლავდი. მაინც მარტო ხარ, მარტოსულად შავმა დაგტოვა.
ბედნიერება ყვითელია, გარბის. ბედნიერებას გისურვებ ნივთისფერ სამყაროში. ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები