ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2009


უძღები შვილები

დედაის დამცხვარ ქადებს,
ისევ სხვაში გაცვლიან,
მიატოვებენ,
ჭიქა წყალსაც არ მიაწვდიან!
მამაის ნათქვამ სიტყვებს,
ისევ დაიწუნებენ,
ძველს და გამოცდილ სიბრძნეს
კვლავაც არ ირწმუნებენ!
მერე კი როცა გახედნიან,
ცხოვრების ზამთარს,
შემოივლიან ცხრა სამეფოს,
უსიერ ცხრა მთას,
შეთქმულ ხარივით დამჯერნი
და შუბლგატუსულნი,
სინანულს ისე უჩოქებენ
ვით დედის კალთას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები